17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
კომპრომისებისთვის მზად ვართ, თუმცა არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნას დავთანხმდებით - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი მიხელ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი კომპრომისისთვის დიდი ხანია მზადაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნას დათანხმდება.

მისი შეფასებით, ვადამდელი არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნა და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებში ჩარევა მართებული არ იქნება. 

"კომპრომისებისთვის ხელისუფლება ნამდვილად მზადაა და ეს არ არის პირველი განცხადება, იქამდეც გაკეთდა მსგავსი განცხადებები. პრაქტიკულად, ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დავთანმხდებით ყველა მოთხოვნას, რომელიც აქვს ოპოზიციას. მხოლოდ ისეთი კომპრომისების ირგვლივ ვისაუბრებთ, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მათ შორის, ვადამდელ არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნა, ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, ასევე, არ იქნება მართებული პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ოპოზიცია ჩვენგან მოითხოვს,"-აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები