04 სექტემბერი 2026,   10:37
ვრცლად
"წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვედავებიან" - გიორგი მენაბდეს დავით სარალიძის საქმეზე ბრალს დღეს წარუდგენენ

რის საფუძველზე დააკავეს დავით სარალიძის მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ გიორგი მენაბდე?! დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, მას გამოძიება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. 

უკავშირდება, თუ არა მენაბდის დაკავება ვინმეს მიერ დამატებით მიცემულ ჩვენებას, ამ დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს.

"წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვედავებიან. რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს. მისი ჩვენება მოწმედ დაკითხვის დროს, იყო ამომწურავი, ეს საპარლამენტო კომისიაზეც განიხილეს, თავისთავად, საგამოძიებო ორგანოებში მრავალგზის განიხილეს. ახლა რა შეიცვალა ამასთან დაკავშირებით, წარმოდგენა არ გვაქვს,"-აცხადებს გიორგი მენაბდის ადვოკატი დავი დადიანი. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მენაბდეს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები