12 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მნიშველოვნად მიიჩნევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე და რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ეუთოში ნორვეგიის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ გამოაქვეყნა.