17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
რობერტ სტურუას ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს... მისი გათავისუფლება არ იგეგმება - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის განცხადებით, რობერტ სტურუა "რუსთაველის თეატრში" თანამდებობას ინარჩუნებს და მისი გათავისუფლება არ იგეგმება. თეა წულუკიანის თქმით, რობერტ სტურუას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი საქმე აკეთოს.

"ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს და ჩვენ ყველამ, პირველ რიგში, მსახიობებმა და ჟურნალისტებმა, უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთაველის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ თანამდებობის დატოვების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მან თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

დღის ამბები