19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
თავდასხმა საქართველოს ბანკზე - შენობიდან 2 პირი სავარაუდოდ, მძევლები გამოიყვანეს

ბანკის შენობიდან, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, სამართალდამცველებმა ორი პირი გამოიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი საქართველოს ბანკის თანამშრომლები და შესაძლო მძევლები არიან. 

თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

შენობის ფასადზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ინციდენტის დროს მუშები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა მათი ნაწილის გამოყვანა შეძლეს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოფარგლეს. 

პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას. 

დღის ამბები