17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩი" პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება კოლეგებისგან დამოუკიდებლად მიიღო. მათ საპარლმენტო საქმიანობის განსხვავებული ფორმა ექნებათ არჩეული.

"ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ორშაბათიდან იწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს:

"შეიძლება ასეც ითქვას, ჩვენ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ.  ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში.

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები