17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

დღის ამბები