19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. ასევე, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრია. 

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. 

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. 

ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

დღის ამბები