სპეცოპერაცია ავლაბარში დასრულდა - სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკიდან" თავდამსხმელი გამოიყვანეს.
"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო.
ავლაბარში სპეცოპერაცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.