17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
აფგან მუხთარლი ეჭვობს, რომ კლინიკა "ლანცეტის" მფლობელი ფარმან ჯეირანლი მასთან მეგობრობის გამო დააკავეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ეჭვობს, რომ კლინიკა "ლანცეტის" მფლობელი ფარმან ჯეირანლი მასთან მეგობრობის გამო დააკავეს. ვერსიას იზიარებენ ადვოკატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ფარმანი აქ ცხოვრობდა, მას აზერბაიჯანში კონტაქტები შენარჩუნებული ჰქონდა, განსაკუთრებით ოპოზიციასა და ჟურნალისტებთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაუჩნდა აზრი, რომ ფარმანი ოპოზიციას აფინანსებდა, უფრო კონკრეტულად კი რევოლუციას აზერბაიჯანში.  ფიქრობენ, რომ ანტიალიევის დაჯგუფების ხელმძღვანელი მე ვარ. ფარმანის დაკავების და ჩემი გატაცება 2 თვის ინტერვალში განხორციელდა. ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია, ის დაკავებულია აზერბაიჯანის მთავრობის ბრძანებით," - აცხადებს აფგან მუხთარლი.

2016 წლის მარტში კლინიკა "ლანცეტში" აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა მირჯალალ ქაზიმმა ღვიძლის გადანერგვის 2 ოპერაცია ჩაატარა. 64 და 41 წლის პაციენტები ოპერაციიდან ერთ კვირაში დაიღუპნენ, საქმეზე 2017 წელს კლინიკის მფლობელი ფარმან ჯეირანლი დააკავეს.

დღის ამბები