17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
დაიძვრება თუ არა მედიაციის პროცესი აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ - პოლიტიკურ სპექტრში მოსაზრებები განსხვავებულია 

რა შეიცვლება ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ, დაიძვრება თუ არა მედიაციის პროცესი. მას მერე, რაც ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში მედიას უთხრა, რომ მმართველი პარტია მზად არის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პოზიციები გადაიხედება და კომპრომისი უფრო რეალური გახდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას აშშ-ში ძალიან მკაცრი შეფასებების მოსმენა მოუწია და ამას უკავშირდება "ქართული ოცნების" ტონის შეცვლაც. უდუმაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები გათვალისწინებული იქნეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისასაც.

"ევროპულ საქართველოში" იმედოვნებენ, რომ გარე და შიდა წნეხი ხელისუფლებას მიიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მმართველი გუნდი მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის კიდევ ერთხელ აცხადებს, თუმცა ამბობს, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით. საერთაშორისო გზავნილებში მმართველმა გუნდმა ამოიკითხა ორი ძირითადი მოწოდება: ერთი - ოპოზიციის მისამართით, რომ შევიდეს პარლამენტში და მეორე - ხელისუფლების მისამართით, რომ მათ ამისთვის მონახონ კომპრომისები და გარკვეული პირობები. ოცნებაში ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

ვიცესპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ კომპრომისისთვის აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილს, მისი თქმით, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვისაა მნიშვნელოვანი.

დღის ამბები