"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძემე აცხადებს, რომ "გირჩისგან" განსხვავებით პარლამენტის კორიდორებში ბოდიალს არ აპირებს. ამასთან, ბარამიძე იაგო ხვიჩიას მიერ "დღის კურიერში" გაკეთბულ განცხადებას, რომ "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო დაფინანსებას იღებს, სიცრუეს უწოდებს.
"პირადად ჩემი ემოციაა, გაბრაზდე ამ ადამიანებზე, თუ სიცილი დაიწყო, არ იცი. წვალობენ ძალიან და შევიდნენ. სამჯერ მოიტყუა იაგო, რომ თითქოს "ნაცმოძრაობის" წევრები საპარლამენტო დაფინანსება, ან სიკეთებს ვიღებთ. ეს არის მტკნარი ტყუილი. არც ერთი თეთრი "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს არ მიუღია. არც ხელფასი, არც კაბინეტი, რითაც ისარგებლებს ხვიჩია და ძმანი მისნი და არც სხვა რაიმე დაფინანსება, რომელიც გამომდინარეობს, არ მიგვიღია.
ჩვენ მივიღეთ ბევრი ხმა, დაგვიწერეს ცოტა და ვიღებთ იმ დაფინანსებას, რომელიც კონსტიტუციით და კანონით მიღებული ხმების რაოდენობით ვიღებთ, ეს არის ის თანხა, რომელიც ხალხი რომ ადგა, მივიდა და ხმა მოგვცა, ეს არ არის "ქოცების" და ხელისუფლების დაფინანსება.
არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას და მათ კორიდორებში ბოდიალს არ ვგეგმავთ,"- განაცხადა "დღის კურიერში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.