17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
კეთილი იყოს "გირჩის" სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტში "გირჩის" შესვლას მიესალმება, თუმცა ამავდროულად, აცხადებს, რომ მიუხედავად მათ გუნდსა და "გირჩს" შორის მუდმივი კომუნიკაციისა, მათი ეს გადაწყვეტილება შეთანხმების ნაწილი არ არის. 

"კეთილი იყოს მათი სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში. კარგია თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და ოთახებს დაიკავებენ. გირჩელებთან ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. თუმცა, შეთანხმების ნაწილი "ოცნებასა" და "გირჩს" შორის ნამდვილად არ არის და ეს გადაწყვეტილება მათ დამოუკიდებლად მიიღეს. მათი მოთხოვნების უმეტესობა ვერ იქნება მსჯელობის საგანი, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს. თუმცა, მსჯელობა შესაძლებელია საარჩევნო საკითხებზე,"-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

 

დღის ამბები