საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40% ამოქმედდეს.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს მისცემს საშუალებას კონსტრუქციულ ოპოზიციას, ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მართლა სურთ პარლამენტში შესვლა, შევიდნენ პარლამენტში.
"ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. "ქართული ოცნება" ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.