25 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
"არა ნამახვანჰესს" მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს

"არა ნამახვანჰესს" მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად ავტომობილების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აღნიშნული ქმედებით რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ და მოქალაქეებს თანადგომისაკენ მოუწოდეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი გმობენ ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლებას კი ხალხთან დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდებენ.

ასევე, მათი თქმით, სანამ ნამოხვანში არსებული პროცესები ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ყოველდღე შეიკრიბებიან ქალაქის ცენტრში და ასე შეეცდებიან პროტესტის გამოხატვას.

დღის ამბები