17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სანამ დოკუმენტში არ აისახება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები, ოპოზიცია მას ხელს არ მოაწერს - ზაალ უდუმაშვილი

კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დოკუმენტს არ ექნება ოპოზიციის ხელმოწერა იქამდე, სანამ მასში არ იქნება ასახული კიდევ ორი პუნქტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას, ეს ორი პუნქტი დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს. დანარჩენ სამ საკითხზე კი ხელის მოსაწერად ოპოზიცია ჯერ კიდევ წინა შეხვედრისას იყო მზად, თუმცა, უდუმაშვილის თქმით, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა ხელმოწერა. 

"ახლა დღეს რომ გამოვიდნენ და თქვეს, დოკუმენტს ხელს მოვაწეროთ, ის დოკუმენტი არ არის სრულყოფილი და ბუნებრივია, სანამ დოკუმენტში არ აისახება ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია ოპოზიციას - ეს არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ბუნებრივია, ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერა არ ექნება ამ დოკუმენტს,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტს უკავშირებს და ამბობს, რომ კობახიძეს იქ "ძალიან მკაცრი ტონით ესაუბრებოდნენ".

დღის ამბები