17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილს აქვს სურვილი, იყოს განათლების კომიტეტში... იმედი მაქვს გირჩი არამხოლოდ დერეფნებში ივლის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იმედი აქვს "გირჩი" საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება.

"ბოლო შეხვედრაზე [დანიელსონთან] გვქონდა საუბარი, გამიკვირდა, დღეს "გირჩმა" რომ თქვა, შევალთ პარლამენტში, მაგრამ კომიტეტების მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობასო. თუ არ ვცდები, ბატონ ვახტანგს აქვს სურვილი, იყოს განათლების და მეცნიერების კომიტეტში. 

იმედი მაქვს, "გირჩი" შემოვა და არამხოლოდ დერეფნებში ივლის, არამედ იმუშავებს კომიტეტებში. ვარწმუნებ მათ, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მიღებული, აისახება პოლიტიკაში.

კონსტრუქციული ოპოზიციაა ის, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს დაეთანხმება,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები