27 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
დღეს თალაკვაძემ იმიტომ გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენმა არგუმენტაციამ იმუშავა - გიორგი ვაშაძე 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება "ოცნებამ" იმიტომ კი არ მიიღო, რომ მმართველ გუნდს ეს უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ იმუშავა სათანადოდ.

"ძალიან სწორად მიდის ყველაფერი. დამერწმუნეთ, რომ დღეს თალაკვაძე რომ გამოვიდა და გააკეთა ეს განცხადება იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ასე უნდოდა, იმიტომ, რომ სწორედ ჩვენმა არგუმენტაციამ და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. თქვენ პირველად მოისმინეთ მათი სიტყვიდან, რომ ისინი რაღაც მექანიზმზე უკვე საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი ხომ?! ძალიან მარტივია და მივესალმები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები