17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
მარინა კალიურანდი: "ქართულმა ოცნებამ“ დიდი ნაბიჯი გადადგა კრიზისის დასრულებისკენ, მოვუწოდებ ოპოზიციას ახლა მათ გადადგან ნაბიჯი

"ქართული ოცნების" მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას ხელს აწერს, საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. 

ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი წერს, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადებას მიესალმება და ოპოზიციას მსგავსი ნაბიჯის გადადგიმისკენ მოუწოდებს. 

"მე მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას. "ქართულმა ოცნებამ" დიდი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ. ახლა ყურადღების ცენტრშია ოპოზიცია. მე მოვუწოდებ ოპოზიციას ახლა მათ გადადგან ნაბიჯი. საქართველოს სჭირდება სტაბილურობა და ოპერატიული პარლამენტი ოპოზიციით," - აცხადებს მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტარი, ნაჩო სანჩესი არჩილ თალაკვაძის განცხადებას შექმნილი ჩიხიდან გამოსვლისკენ მიმავალ ნაბიჯად აფასებს. 

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროპული საბჭოს დესპანის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. ეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან," - წერს ნაჩო სანჩესი. 

დღის ამბები