17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით - ჟიგიმანტას პავილიონისი

ბრიუსელსა და ვაშინგტონში, "ქართული ოცნების" ნაბიჯს, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება მოჰყვა. 

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი twitter-ზე წერს, რომ თბილისიდან პოზიტიურ სიგნალებს მიესალმება. 

"მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში," - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი. 

შეგახსენებთ, ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ გაასაჯაროვახუთპუნქტიან შეთანხმებაში საკითხები კრისტიან დანიელსონმა გაწერა, - შესაბამისად, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამჯერად ევროპელ დიპლომატს პასუხობს დესტრუქციული ნაბიჯით.

დღის ამბები