02 სექტემბერი 2026,   08:55
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ანაკლიასთან დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:46 საათზე, ანაკლიასთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები