დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი აცხადებემ, რომ აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს.
სენატორებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე წერილობითი კომენტარი "ამერიკის ხმას" მისცეს.
სენატორები იმედოვნებენ, რომ ჩიხური პოლიტიკური ვითარება სწრაფად გადაიჭრება, იმისთვის, რომ ქართველმა კანონმდებლებმა შეძლონ ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, რაც ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი.
ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად.