07 სექტემბერი 2026,   15:08
ვრცლად
ისრაელმა ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა გააუქმა

ისრაელმა ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

ღია სივრცეებში პირბადის ტარების გაუქმების მიუხედავად, ისრაელის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მისი ტარება, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ, პირბადე მაინც მუდმივად თან იქონიონ.  

ქვეყნის 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 81%-ი Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის ორივე დოზით უკვე აიცრა, რამაც ისრაელში ინფიცირების და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მნიშველოვნად შეამცირა.  

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა ტურისტების შეშვებას მაინც სიფრთხილით ეკიდება და უცხოელებისთვის ისრაელში ჩასვლა კვლავ შეზღუდულია. 

დღის ამბები