17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი - გიგა ბოკერია

მედიაციის დაწყებამდე ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მათთვის პრიორიტეტულია ორი საკითხი. ეს არის პატიმრების გათავისუფლება და სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ. პარტიების განცხადებით, ისინი ამ ორ კონკრეტულ თემაზე დოკუმენტში უფრო მკაფიო განაცხადს ელოდებიან.

"ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების თემას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ, შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია ვადებზე უნდა ვისაუბროთ. ყველა შესაძლებლობას, სადაც შანსი იქნება, რომ ეს კვანძი გაიხსნას და დაიწყოს ქვეყანამ გამოსვლა კრიზისიდან, ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები