17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
შეთანხმება ან ისევ კინკლაობა, მე შეთანხმების მომხრე ვარ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგეს, აუცილებელია ორი მნიშველოვანი საკითხის შეთანხმება.

"შეთანხმება ან ისევ კინკლაობა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ. მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა.

მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და მე ველი, რომ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა იქნება. როგორ, რანაირად, რა ტექნიკით, ამაზე შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ  და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ, იქ ფართო მანერვის შესაძლებლობა აღარ იქნება. იქნება საბოლოო, გარკვეული დოკუმენტი წარმოდგენილი მედიატორების მხრიდან, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები