"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოსასვლელად, მნიშვნელოვანია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. აღნიშნული განცხადება მინაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ გააკეთა.
"მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.