17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
შარლ მიშელი "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, რომელიც საერთსაშორისო მედიაციაში ერთ-ერთი მთავარი პირია, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი შეთავაზება წარუდგინა. 

"ახალი დოკმენტი გამოქვეყნებულია და ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი მიიჩნევს დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის, რომ ეს ახალი წინადადებები განეხილათ და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო.

ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გვამცნონ, რათა ამ პროცესს ჰქონდეს დასასრული," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსნებთ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დღეს ევროკავშიორის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ევროკავშირის ოფისში დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არ გამოჩენილან. ოპოზიციის ლიდერებთან მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან განცხადება კარლ ჰარცელმა გააკეთა.

დღის ამბები