17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ნიკა მელიასთან მიმართებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

"ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი.

რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას," – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები