გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება და მხარეები ხელს მოაწერენ.
"სითბოს ვგრძნობ და ეს რაღაცნაირად იმედს მაძლევს, რომ ჩვენი კოლეგები დღეს საღამოს, როდესაც ისინი ითათბირებენ, გაიაზრებენ იმ შესაძლო შედეგებს, რომელიც ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვება და მიიღებენ საღი აზრის საფუძველზე გადაწყვეტილებებს," - განაცხადა მეგრელიშვილმა