17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე - "ქართული ოცნება"

"ქართული ოცნების" განცხადებით, ისინი მზად არიან ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდისთვის მუშაობა დაიწყონ.

"ქართული ოცნება" არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად," - ნათქვამია განცხადებაში.  

დღის ამბები