ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს ავშან ხანის შეხვდა.
მხარეებმა "კოვიდ-19"-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე. გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.