გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და შემოვლითი გზის მშენებლობა გააპროტესტეს.
მათი თქმით, გურჯაანი ბაკურციხის დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელიც მათ სოფლეზე გადის, კეტავს ვენახებამდე მისასვლელს. აწედან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელად დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ.
ადგილობრივები პროექტის შეცვლას და ვენახებამდე მისასვლელი გზის გაკეთებას ითხოვენ. მანამდე კი, სამუშაოების შეჩერებას. წინააღდმეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე ბერძიშვილი. რომლის თქმითაც, მოთხოვნები საფუძვლიანია და უახლოეს დღეებში, საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელებენ.