17 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
მოლაპარაკების შედეგად საქართველო იქნება უფრო ძლიერი - საფრანგეთის ელჩი

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეხმაურება.

მისი განცხადებით, მოლაპარაკების შედეგით დასრულების შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი იქნება.

"მოლაპარაკების შედეგად საქართველო იქნება უფრო ძლიერი და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს გვსურს დავინახოთ ძლიერი საქართველო. პარტიებმა გამოხატეს ინტერესი მოლაპარაკების დასრულებისთვის. გამბედაობის, ნდობის გამოვლენისა და ქვეყნის ერთიანობის ძიების დროა, ამას ეფუძნება ქვეყნის ძალა,"- წერს ელჩი.

დღის ამბები