17 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" მზად არის არჩევნებში ნდობის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს

"ქართული ოცნება" მზად არის 43%-იანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი იყო შეთანხმებული, გამოხატეს პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.

"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. "ქართული ოცნება" მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით," - აცხადებენ "ოცნებაში."

დღის ამბები