17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ტყვეთა ვაჭრობის ახალი თემის გახსნა პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მძიმეს ხდის ვითარებას - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით იმის დასტურია, რომ ის პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. 

მან პრეზიდენტის პირობას იმის თაობაზე, რომ გიორგი რურუას შეიწყალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას ხელს მოაწერენ, "ტყვეთა ვაჭრობას" უწოდებს. 

"ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს რამდენად პოლიტიზირებულია საქართველოში გარემო, რამდენად არავითარი კავშირი გიორგი რურუას ციხეში ჯდომას არ აქვს იმასთან, რომ თითქოს მას ჰქონდეს რაიმე დანაშაული ჩადენილი. ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი იყო პოლიტიკური მოტივით ჩასმული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც ის დააკავეს.

ასევე, ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ახლა ტყვეთა ვაჭრობის ახალი თემის გახსნა მისი მხრიდან კიდევ უფრო მძიმეს ხდის ვითარებას. თუ მისი სურვილია, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, მან უნდა შეიწყალოს გიორგი რურუა და გააკეთოს ის, რაც არის პრეზიდენტის მოვალეობა. ის რომ ახლა მოლაპარაკებათა პროცესში უნდა შემოსვლა და ტყვეთა ვაჭრობას იყენებს პოლიტიკური პარტიების შანტაჟისთვის იმ ადამიანების, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია გიორგი რურუას და ნებისმიერი პოლიტპატიმრის ციხეში ჯდომა, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა მისი მხრიდან,"-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები