23 აპრილი 2024,   22:20
ვრცლად
მესტიაში პოლიციელის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

მესტიაში პოლიციელის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ადვოკატების განცხადებით, ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. ამ დრომდე არ არის დაკავებული ხაიშში, კომენდანტის საათის დროს მომხდარი ინცინდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი.

სამი დღის წინ ხაიშში ხუთმა მოქალაქემ პოლიციელს მას შემდეგ სცემა, რაც სამართალდამცავებმა მათ კომენდანტის საათის დროს სახლში წასვლისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები