"ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით საბოლოოდ პოზიციებს პოლიტსაბჭოზე შეაჯერებს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. პარტიის წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მელიას გათავისუფლება დოკუმენტის ხელმოწერამდე.
“დღეს პოლიტსაბჭო იკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლებით ვაჭრობის დოკუმენტად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ამ დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება ჩვენი მხრიდან, ნიკა მელია გათავისუფლდეს. შემდგომ შესაძლებელი იქნება მემორანდუმის ტექსტზე და პუნქტებთან მიმართებაში შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ა.შ.“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.