ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ვაქცინაციისთვის შექმნილ წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე, საიტის გაშვებიდან 1 საათში 8500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მსურველებს ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
18:40 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტმა ადამიანმა ამერიკული Pfizer-ის ვაქცინა აირჩია, მეორე ადგილზეა, ასევე ამერიკული Moderna, მესამეზე კი შვედურ-ბრიტანული AstraZeneca, რასაც Johnson & Johnson მოსდევს, შემდეგი კი პრეპარატი ამერიკული Novavax-ია.
1 საათის მონაცემებით, ყველაზე ნაკლებმა ადამიანმა ჩინური Sinopharm-ით და Sinovac -ით აცრის სურვილი გამოთქვა.
ჯანდაცვის სამინოსტროს ინფორმაციით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას.