ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ იწონებს.
"საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას! მინდა შევაქო "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას.
კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან" - წერს "ტვიტერზე" ვიოლა ფონ კრამონი.