შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე "ქართული ოცნების" მხრიდან ხელმოწერის მზაობას ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მიესალმება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებით, საელჩო მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ოპოზიციასაც.
"მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის სასარგებლოდ” - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.