დერეფნებში ყოფნა აღარ მოუწევს "გირჩს", რადგან მისი პირობა ფაქტობრივად შესრულებულია. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ოპოზიციისთვის გამოყოფილ სავარძელს იკავებს სხვა დანარჩენი ყველა პარტია.
"გირჩი" მესამე ოპოზიციური ძალა გახდა 31 ოქტომბრის შემდეგ, რომელიც საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე შევიდა მე-10 მოწვევის პარლამენტში, თუმცა ჯერ მხოლოდ გასაცნობად და დასათვალიერებლად. საპარლამენტო რესპუბლიკაში "გირჩი" საკუთარ სამეფოდ სწორედ საკანონმდებლო ორგანოს შენობას აცხადებს.
სავარაუდოდ, "გირჩის" სანახევრო შესვლა პარლამენტში დიდხანს არ გასტანს. ბრიუსელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, "გირჩის" წევრებს დეპუტატის ყველა უფლება-მოვალეობის შესრულება მოუწევთ.
"გირჩებმა" ამ პოლიტიკური ნაბიჯით თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. "სამეფო კარის თამაშებს", ამჯერად, პარლამენტის დერეფნებში სადეპუტატო უფლებამოსილების ნაწილობრივ გამოყენებით იწყებენ.
თქვეს, რომ ბოიკოტს არ წყვეტენ, სანამ მათი 7-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი მაინც არ შესრულდება ან პარტიებს შორის შეთანხმება არ გაფორმდება. მათი გეგმა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას მოიცავს, ერთ-ერთი პუნქტი მარიხუანის ლეგალიზაციაა. არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას, არც დეპუტატის ანაზღაურებით ისარგებლებენ.