რა დოკუმენტს აწერენ ხელს პოლიტიკური პარტიები - 2 დღეში 2 დოკუმენტი. გუშინ ბრიუსელიდან გამოგზავნილმა ახალმა ვერსიამ ქართული პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეცვალა.
ხუთპუნქტიანი გეგმა შეცვალა ასევე ხუთპუნქტიანმა დოკუმენტმა, რომელშიც ბევრად მეტი კონკრეტიკაა, ვიდრე იმ ვერსიაში, რომელსაც მმართველმა პარტიამ ხელი ცალმხრივად ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოაწერა. მთავარი მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედია.
ვადამდელი არჩევნების ბედი თვითმმართველობის არჩევნებზეა მიბმული.
ქვეყანა 2022 წლის ახალ პარლამენტს იმ შემთხვევაში აირჩევს, თუ 2021-ში მმართველი პარტია ვერ აიღებს 43 პროცენტს.