17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწეროს.

"პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მე გადავწყვიტე, რომ დღეს როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს,“ - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

ევროკავშირის ოფისიდან ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ელჩებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემგზავრნენ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა"  ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 

დღის ამბები