17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იმყოფება, მხარეებს პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავზებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მზაობისთვის მადლობას უხდის. 

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მე დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ასეთი რთული მუშაობა გავწიეთ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და მას ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. პარტიებს ვუხდი მადლობას, იმისთვის რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და  მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“ - ამბობს კელი დეგნანი.

დღის ამბები