"საქართველოს წინსვლის გზა" -დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს.
ხელმოწერის ცერემონია, ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დოკუმენტზე ხელს აწერენ "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ორბელიანების სასახლში მიმდინარე ხელმოწერის ცერემონიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მიმდინარე ხელმოწერას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა.
"ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც არსებული კრიზისიდან გამოიყვანს,"- დაწერა მიშელმა.