ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა - დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს ის დისტანციურად, ბრიუსელიდან ერთვებოდა.
"მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია," - განაცხადა პრეზიდენტმა.
"ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში, რომ შევხვდე ყველა თქვენგანს, რათა განვიხილოთ საკითხი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოსა და ევროპულ საბჭოს ურთიერთობის განსამტკიცებლად," - აღნიშნა შარლ მიშელმა.