"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმებას, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა თავისი პირობები აქვს, რომელიც უნდა შესრულდეს. სამადაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მას შემდეგ შევა, რაც ამნისტიის შესახებ კანონი იქნება მზად იმისთვის, რომ მისი მხარდაჭერა მიიღოს.
"დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჯერ საერთოდ პარლამენტში საქმიანობა არ დაგვიწყია. დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს თავის პირობები. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და "ნაციონალური მოძრაობა", მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი, ასევე, პარლამენტში.
დღევანდელმა დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მე ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა.
იცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება - ეს იქნება პირველი კანონპროექტი, რომელსაც მხარს დაუჭერს, მათ შორის, პარლამენტში შესული ოპოზიცია, რის შედეგადაც ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდება. როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მზად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა მიიღოს ამნისტიის კანონმა,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.