პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია პარლამენტში მას შემდეგ შევა, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
"პარლამენტში შესვლა მოხდება იმის შემდეგ, როცა ნიკა მელია გამოვა გარეთ. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისათვის რომ პარლამენტში შევიდეთ ჩვენ,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ხელმომწერებს შორის იყო პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე.