”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, სიმბოლურად, ხელი "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში მოაწერა. მან აქვე განმარტა მისი მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
"ეს არის გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ვუზრუნველვყოთ, რომ კრიზისი კი არ გაღრმავდეს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამით არაფერი მთავრდება, ეს არის ახალი საწყისი ეტაპი იმისთვის, რომ სწორედ ის, რაც არის ამ შეთანხმებაში ჩაწერილი, ამ მუხლებს შესრულება დავიწყოთ. აქ არის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც არის საარჩევნო საკითხებზე, სასამართლო რეფორმა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, აქ არის ასევე პასუხისმგებლობის გადანაწილება ოპოზიციაზე, რაც არ ყოფილა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ისტორიული პროცესია,“- აღნიშნა თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მათ შორის იყო სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ, გიორგი ვაშაძე, რომელმაც დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს მოაწერა ხელი.