საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს გამარჯვებაა.
"დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა!
უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ის ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის.
რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას.
ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად," - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ირაკლი ღარიბაშვილი.